2023 წლის შემოდგომა სამხრეთ კავკასიისთვის საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა. 19 სექტემბერს ოფიციალურმა ბაქომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. სამხედრო მოქმედებები ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა;, შედეგად, არაღიარებული არწახის რესპუბლიკა კაპიტულაციას დათანხმდა და აზერბაიჯანმა რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა.
ყარაბაღის კონფლიქი, როგორც გეოპოლიტიკურად და რეგიონალურად საკვანძო საკითხი, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვისაც. ახლო თუ შორეულ სამეზობლოში მიმდინარე კონფლიქტური სიტუაციები (რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელისა და ჰამასის დაპირისპირება) კარგი საშუალებაა პროპაგანდისტური თუ დეზინფორმაციული ჯგუფებისთვის, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში ომის შიშის გაღვივებას და ომი ემოციური მანიპულაციის საგნად აქციონ. ამასთან, საქართველოში ცხოვრობენ აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის დაპისპირებული მხარეები არიან. ამიტომ აუცილებელია, კონფლიქტის შესახებ მოსახლეობამ ამომწურავი და მიუკერძოებელი ცნობები მიიღოს, რათა შემცირდეს დაძაბულობისა და დაპირისპირების რისკები.
ინფორმაციის მთავარი მიმწოდებელად კი მედიას მოვიაზრებთ. საინტერესოა, როგორ გააშუქა ქართულმა მედიამ ყარაბაღის კონფლიქტი. შეინიშნება თუ არა ტენდენციური გაშუქება და რომელიმე მხარისადმი მიკერძოება, რა სახის ცნობებს ავრცელებს მედია და რა საკითხებზე მახვილდება ყურადღება, კონფლიქტის გაშუქების ფონზე იკვეთება თუ არა ანტიდასავლური/პრორუსული ნარატივი, როგორაა წარმოჩენილი საქართველო - ამ კითხვებზე პასუხს სწორედ მოცემული კვლევა გაგცემთ. უნდა აღინიშნოს, რომ ესაა საქართველოში პირველი კვლევა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქების თემატიკას მიეძღვნა.
შერჩეული მედიასაშუალებები
ქართული მედიის მიერ ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქების სრული სურათის დასანახად შეირჩა, როგორც მეინსტრიმული, ასევე პროპაგანდისტული ტელე- და ონლაინმედია საშუალებები. ტელემედიიდან დაკვირვების ობიექტი იყო: „იმედი“, „მთავარი არხი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „სეზონი TV” და „ალტ-ინფო“. რაც შეეხება ონლაინმედიას: „რადიო თავისუფლება“, „ნეტგაზეთი“, „საქინფორმი“ და „საქართველო და მსოფლიო“.
კვლევის შედეგები
ტელემედია
ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქებისას მეინსტრიმული ტელემედია ხაზვს უსვამდა მთიანი ყარაბაღის სტატუსს, როგორც არაღიარებული, დე ფაქტო რესპუბლიკისა. მაუწყებლები ინტენსიურად აშუქებდნენ კონფლიქტის მიმდინარეობას, ოფიციალური ბაქოსა და ერევნის განცხადებებს, ასევე საერთაშორისო გამოხმაურებებს. ტელეკომპანია „იმედი“ კონფლიქტის განახლების მიზეზად აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას ასახელებდა, სამხედრო მოქმედებებს „ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას“ უწოდებდა და დე ფაქტო არწახის რესპუბლიკაში მყოფ ძალებს შეიარაღებულ სომხურ ფორმირებებად. „მთავარი არხის“ ძირითადი ფოკუსი კონფლიქტის გაშუქებისას რუსეთის როლი და გავლენა იყო. ტელეკომპანია წარმოადგენდა მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს რუსეთის თანამონაწილეობით, მათ შორის ერევანში გადატრიალების მოყწობითა და ხელისუფლებიდან ფაშინიანის ხელისუფლებიდან მოშორებით. ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე დაბალანსებულად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გააშუქა. მაუწყებელი ნებისმიერ სიუჟეტში ცდილობდა მოვლენათა ორივე მხარის წარმოჩენას. თუკი საუბარი იყო ყარაბაღიდან დევნილ სომხებზე, იქვე იყო ნახსენები, რომ 90-იან წლებში აზერბაიჯანელებმაც იგივე გზა გაიარეს. პირველი არხი კონფლიქტის სიღრმისეულად აშუქებდა, ყურადღებას უთმობდა საერთაშორისო გამოხმაურებებსა და შეფასებებს, ასევე რეგიონალულრი აქტორების მონაწილეობას კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.
პროპაგანდისტული ტელემედიაები აქტიურად საუბრობდანენ რუსეთის რეგიონულალურ გავლენებსა და მნიშვნელობაზე. ამასთანავე, აკრიტიკებდნენ ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლურ საგარეო კურსს, რომელმაც სომხეთს რუსეთის მხარდაჭერა დააკარგვინა და აზერბაიჯანის პირისპირ მარტო დატოვა. საინტერესოა, რომ პროპაგანდისტული ტელარხები მოზომილად უჭერენ მხარს ან აკრიტიკებენ რეგიონულალურ აქტორებს. კერძოდ, „ალტ-ინფო“ მხარს ამართლებს აზერბაიჯანულ-თურქულ კავშირს იმ დონემდე, რომ რომ არ გაავრცელოს პროთურქული ნარატივი. „სეზონი ტვ“ კი აკრიტიკებს რუსეთს იმ დონემდზე, რომ არ გაავრცელოს ანტირუსული ნარატივი.
ონლაინ მედია
მეინსტრიმული ონლაინმედია დაწვრილებით აშუქებდა ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობას და აქტიურად ავრცელებდა ოფიციალურ განცხადებებსა და სტატისტიკურ მონაცემებს. „რადიო თავისუფლების“ შემთხვევაში შეინიშნებოდა აზერბაიჯანული ნარატივის გავრცელება, რაც ტერმინოლოგიაში გამოიხატებოდა. კერძოდ, ონლაინმედია დე ფაქტო არწახის მაღალჩინოსნებს „სეპარატისტების“ სახელით მოიხსენიებდა, სამხედრო ძალებს კი - „ერევნის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო ფორმირებების“. რაც შეეხება „ნეტგაზეთს“, ყარაბაღის კონფლიქტი აქ მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქდა.
პროპაგანდისტული ონლაინმედიაები აქტიურად განიხილავდანენ რუსეთის სამშვიდობო როლს კონფლიქტის მოგვარებაში, ქვეტექსტურად კი დასავლეთის ბრალეულობაზე მიანიშნებდნენ. აქვე ხაზი ესმებოდა ნიკოლ ფაშინიანის არასწორ პოლიტიკას, რომელმაც დასავლეთთან სიახლოვით რუსეთის მოკავშირეობა დაკარგა. მიუხედავად შერჩეული ონლაინ მედიასაშუალებებისმედიების განსხვავებული პოზიციებისა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, ისინი თანხმდებოდნენ რუსეთის გავლენასა და მნიშვნელობაზე.
კვლევის მეთოდოლოგია
თვისებრივი კონტენტ-ანალიზის გამოყენებით გაანალიზდა შერჩეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ნარატივი. რაოდენობრივი მონაცემების მისაღებად კი დათვლილი იქნა ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ გასული სიუჟეტები და გამოქვეყნებული პუბლიკაციები. საკვლევი პერიოდი მოიცავდა ერთთვიან ინტერვალს: 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა ინოვაციური საშუალებები. მათ შორის მედიასფიჩი, (Mediaspeech) რომლის დახმარებითაც გაკეთდა აუდიო მასალების ტრანსკრიპტი. მონაცემთა გენერირებისა და გაანალიზება-კატეგორიზაციის პროცესში გამოყენებული იქნა ხელოვნური ინტელექტი - claude.ai, რათა მინიმუმამდე დასულიყო მკვლევართა მხრიდან სუბიქტური შეფასებების რისკი.
კვლევის პროცესში შემუშავდა შემდეგი ჰიპოთეზები:
მეინსტრიმული მედიასაშუალებებიები კონფლიქტს ნეიტრალურად გააშუქებენ;
პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიები დაიჭერენ აზერბაიჯანის მხარეს, სომხეთის პროდასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე;
კონფლიქტის გაშუქებისას საზოგადოებრივი მაუწყებელი ნეიტრალური იქნება.
კვლევამ აჩვენა, რომ მეინსტრიმული მედიასაშუალებებიდანებიდან მიკერძოება აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეინიშნებოდა, განსაკუთრებით „იმედისა“ და „რადიო თავისუფლების“ შემთხვევაში. პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიები მხარეთა მიმართ მიკერძოების ფონზე არ ივიწყებდნენ რუსეთის როლისადმი ხაზგასმას. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი კონფლიქტის გაშუქებისას ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ამდენად, შემუშავებული ჰიპოთეზები ნაწილობრივ გამართლდა.
Comments